მსახიობმა ჯულია ორმონდმა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე შეიტანა. „შემოდგომის ლეგენდების“ ვარსკვლავი ჰარვის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მსახიობი აცხადებს, რომ 1995 წელს მას პროდიუსერთან საქმიანი ვახშამი ჰქონდა. საუბრის დროს ვაინშტაინმა მას უთხრა, რომ საქმეზე მხოლოდ თავის ბინაში ილაპარაკებდა. ორმონდი მას გაჰყვა, ბინაში პროდიუსერი გაშიშვლდა და მას ინტიმური კავშირის დამყარება აიძულა. ვაინშტაინის წარმომადგენლები მსახიობის ყველა ბრალდებას უარყოფენ.
მიმდინარე წლის ივნისში ვაინშტაინს სასამართლომ სააპელაციო სარჩელი არ დაუკმაყოფილა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა და 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, სექსუალური შევიწროების შესახებ ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა განაცხადეს, როგორებიც გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი, ჯენიფერ ენისტონი და სელმა ჰაიეკი არიან.
„მე ფულს იმაში კი არ გიხდი, რომ მახინჯი იყო!”- სელმა ჰაიეკი ჰარვი ვაინშტაინის შესახებ ალაპარაკდა
ფოტო: „ბეჭდების მბრძანებლის“ ორკი ჰარვი ვაინშტაინის მიხედვით შექმნეს
ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლ ქალებს კომპენსაციის სახით 19 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდიან