LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან ჩემი ფსიქიკა გაანადგურა“ – ტეილორ სვიფტი კიმ კარდაშიანზე ალაპარაკდა

389
page

გამოცემა Time-მა მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, ტეილორ სვიფტი „წლის ადამიანად“ აღიარა. ტეილორმა საკმაოდ სკანდალური ინტერვიუ მისცა გამოცემას, ის კიმ კარდაშიანთან და კანიე უესტთან კონფლიქტზე ალაპარაკდა.

„კიმ კარდაშიანმა ჩემი ფსიქიკა გაანადგურა, მან თავიდან ბოლომდე გააყალბა ჩვენი მიმოწერა. ყოველივე ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ამის გამო მე სხვა ქვეყანაში გადავედი საცხოვრებლად, ტელეფონის ზარებზე პასუხიც კი მაშინებდა“, – იხსენებს სვიფტი.

შეგახსენებთ, 2016 წელს უესტმა სიმღერაში ტეილორ სვიფტი საკმაოდ უხერხულ კონტექსტში მოიხსენია.

„მე ტეილორთან დაწოლა კვლავ შემიძლია, სწორედ მე გავხდე ის პოპულარული“, – მღეროდა უესტი.

როდესაც აღნიშნული ფრაზა სვიფტმა გააპროტესტა, კიმ კარდაშიანმა მათი მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელიც თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო, თითქოს სვიფტი თანახმა გახლდათ, უესტს სწორედ ეს სიტყვები ეთქვა თავის სიმღერაში.

„Eras-ის ტურნეზე იმდენი ფული გამოიმუშავა, რამდენსაც მცირე ქვეყნების ეკონომიკა შეადგენს“ – ტეილორ სვიფტი მილიარდერია

ტეილორ სვიფტის საკონცერტო ფილმმა გაქირავების ყველა რეკორდი პირველივე კვირაში მოხსნა

ტეილორ სვიფტი პირველი ქალი არტისტია, რომელსაც თვეში Spotify-ზე 100 მილიონი მსმენელი ჰყავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები