ტეილორ სვიფტის არაერთ წარმატებას კიდევ ერთი ტრიუმფი დაემატა. Bloomberg-ის ინფორმაციით, არტისტი მილიარდერი გახდა.
„სვიფტმა Eras-ის ტურნეზე იმდენი ფული გამოიმუშავა, რამდენსაც მცირე ქვეყნების ეკონომიკა შეადგენს“, – ვკითხულობთ სტატიაში.
33 წლის არტისტის ქონება ახლა 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. Eras-ს ტურნეს ფარგლებში სვიფტმა 53 კონცერტი გამართა. ტურნემ ხელი შეუწყო აშშ-ს ეკონომიკის გაძლიერებასაც. მკვლევრები ამბობენ, რომ მომავალში 33 წლის ტეილორ სვიფტს შემოსავლის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს.
აღსანიშნავია, რომ სვიფტმა მილიარდერის სტატუსს კოსმეტიკური თუ ტანისამოსის ხაზების გარეშე, მხოლოდ მუსიკალური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით მიაღწია.
ტეილორ სვიფტის საკონცერტო ფილმმა გაქირავების ყველა რეკორდი პირველივე კვირაში მოხსნა
რომანი დადასტურდა – ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი ყველაზე ლამაზ ვარსკვლავურ წყვილად აღიარეს
ტეილორ სვიფტი პირველი ქალი არტისტია, რომელსაც თვეში Spotify-ზე 100 მილიონი მსმენელი ჰყავს