LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომენტი, როცა ჯულია რობერტსი ტეილორ სვიფტს ბოიფრენდს ახევს“ – „ლამაზმანისა“ და ტრევის კელსის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

949
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტის, ტეილორ სვიფტის ტრიუმფალური ტურნე Eras Tour გრძელდება. ამჯერად მომღერალი დაუვიწყარი პერფორმანსით დუბლინში წარდგა.

ვიდეო: ტეილორ სვიფტის სიმღერაზე აცეკვებული პრინცი უილიამის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

ის, რომ სვიფტის კონცერტებს უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობს, საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. სამეფო ოჯახის შემდეგ, მის კონცერტს ჯულია რობერტსი ეწვია.

„ლამაზმანის“ ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიცვა. საქმე ისაა, რომ ჯულია სვიფტის შეყვარებულთან, ტრევის კელსისთან მივიდა, მას ჩაეხუტა, მკერდზე მოეფერა და აღტაცებული უზიარებდა ემოციებს. მალევე ჯულიას საუბარი გაშიფრეს, აღმოჩნდა, რომ მსახიობი ტეილორის ბოიფრენდს ეუბნებოდა, რომ მას საოცრად უხაროდა მისი და ტეილორის ერთად ყოფნა.

ბუნებრივია, ჯულიასა და ტრევისის ვიდეოს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა:

„როცა ჯულია რობერტსი ტეილორ სვიფტის ბოიფრენდს ხიბლავს“, „მომენტი, როცა ჯულია რობერტსი ტეილორ სვიფტს ბოიფრენდს ახევს“, „ჯულიაც ჩვენსავით გიჟდება ტრევის კელსიზე“, „რანაირად ეფერება“, – არ წყდება კომენტარები.

ვიდეო: ტეილორ სვიფტის რეაქცია, როცა მოულოდნელად მისი ბოიფრენდი შენიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები