“მანჩესტერმა“ უარი თქვა „აეროფლოტთან“ თანამშრომლობაზე.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ჩვენ გამოვითხოვეთ სასპონსორო უფლებები „აეროფლოტოსგან“. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი გულშემატკივრების შეშფოთებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თანავუგრძნობთ დაზარალებულებს“, – ნათქვამია „მანჩესტერის“ ოფიციალურ განცხადებაში.
რუსული „აეროფლოტი“ „იუნაიტედის“ ოფიციალური გადამყვანი იყო 2013 წლიდან. ხუთშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა აკრძალა ავიაკომპანიის საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე. მიზეზი გასაგებია – პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე.
„მანჩესტერმა“ თავდაპირველად უარი თქვა მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე „აეროფლოტით“ გაფრენაზე, თუმცა მაშინ ითქვა, რომ თანამშრომლობა გრძელდებოდა.