3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული სალომე ხეთაგური დღეს თბილისში დაკრძალეს.
სალომე ხეთაგურს მეგობარი ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„ამ სამყაროსთვის შენი დიდი და ლამაზი თვალები, უსაზღვროდ კეთილი და თბილი გული ზედმეტად წმინდა იყო და ვერ იპოვე ადგილი.. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ ჩემო სალომე.
შენი მშვენიერებით ამ ბინძურ და ბოროტებით სავსე სამყაროში ვერ გაჩერდი და ბევრად უკეთეს, სიკეთით და სიმშვიდით სავსე ადგილზე გადაინაცვლე…
მწამს და მჯერა, გესმის ჩემი, გესმის შენი ყველა გულშემატკივრის…
შენ ხარ ანგელოზი ამ სამყაროში, რომელმაც მასწავლა სიყვარული, სიკეთე და უანგარო მეგობრობა..
შენთან ერთად ჩემი ბავშვობაც დასრულდა, მივხვდი, რომ გავიზარდე.. ამ ენით გამოუთქმელმა ტკივილმა მიმახვედრა..
თუ ამას დავიმსახურებ, როცა დრო მოვა, ალბათ შევხვდებით და იმდენ ხანს ჩაგიხუტებ, რომ თავს მოგაბეზრებ სიყვარულით..
მაპატიე, რომ ცხოვრება გრძელდება..
ახლა ფეხზე მყარად დგომის და შენი ოჯახის გვერდით ყოფნის მეტს ვერაფერს შევძლებ და ამას ვიზამ, კი!!!
გპირდები, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენ გენდომება. პო, ჩვენ ასეთი ნამდვილები, გაწეწილები და გულწრფელები ვართ.
მადლობა, რომ ჩემი ბავშვობა, ჩემი დაქალი, ჩემი მეგობარი და ჩემი ადამიანი გქვია!“ – წერს ანი ნაოჭაშვილი სოციალურ ქსელში.
ამ სამყაროსთვის შენი დიდი და ლამაზი თვალები, უსაზღვროდ კეთილი და თბილი გული ზედმეტად წმინდა იყო და ვერ იპოვე ადგილი…..
Posted by Naochashvili Ani on ორშაბათი, 21 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ნაპოვნი გარდაცვლილი მოზარდია.
ამ დროისთვის, მაშველები სტიქიის შედეგად დაკარგულ კიდევ ოთხ ადამიანს, კერძოდ კი, 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
„მე სასწაულების მჯეროდა.. შევხვდებით იმიერში“- შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს
კადრები სოფელ ლაგვანთიდან: შოვში დაღუპულებს უკანასკნელ გზაზე აცილებენ