LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაჭაზე და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული თვალებცქრიალა სალო ხმაურით წავიდა, მთელი საქართველოს უსაზღვრო სევდა, ნაცნობ-უცნობის დაუშრობელი ცრემლი და გულის კუნჭულში დარჩენილი იმედების ნაპერწკლებიც თან გაიყოლა“ – რას წერენ შოვში დაღუპულ სალომე ხეთაგურზე

629
Untitled design

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ 20 წლის სალომე ხეთაგურს მეგობრები ემშვიდობებიან. სალომე ხეთაგურის ცხედარი მაშველებმა სტიქიის ზონაში 15 აგვისტოს იპოვეს.

„20 წლის იყავი და ყველას უყვარდი..შენნაირ პოზიტიურ ადამიანს არ ვიცნობ და ვერც გავიცნობ.. სულ ცეკვავდი, იცინოდი, მღეროდი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი და უჭკვიანესი იყავი“ – რას წერენ შოვში დაღუპულ სალომე ხეთაგურზე

სალომეს შესახებ ფეისბუკში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა ქაშიბაძე:

„საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით…

არიან ადამიანები, პეპლებივით რომ შემოფარფატდებიან ცხოვრებაში და ანგელოზებად გადაინაცვლებენ მარადისობაში… ასეთი იყო სალომე…

ჩემი საოცრად თბილი მეგობრის საოცრად აღზრდილი და რუდუნებით გაზრდილი შვილი…

რაჭაზე და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული თვალებცქრიალა სალო ხმაურით წავიდა, მთელი საქართველოს უსაზღვრო სევდა, ნაცნობ-უცნობის დაუშრობელი ცრემლი და გულის კუნჭულში დარჩენილი იმედების ნაპერწკლებიც თან გაიყოლა…

მეორე ფოტო შოვშია გადაღებული, თავის დაბადების დღეზე, მარიამობას…

რა არ ვუსურვეთ წარმატებულ მომავალთან ერთად, არ ეყო დრო ამ სურვილების ასასრულებლად.

უფალს ებარებოდე ჩემო ლამაზო…

ხათო, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვი, გარდა იმისა, რომ სალომეს ამქვეყნიური საოცარი დედა ხარ, მჯერა, იმქვეყნიურ სამყაროში ზეციური დედოფალი გაუწევს შენს ანგელოზს დედობას, არ შეგეშინდეს, გაძლიერდი გთხოვ. თანაგიგრძნობ უსაზღვრო ტკივილს“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით…

არიან ადამიანები,პეპლებივით რომ შემოფარფატდებიან…

Posted by ნანა ქაშიბაძე on ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2023

 

„გული მტკივა და სული მეწვის სალო, ჩემო ლამაზო, იმედი მქონდა, რომ ცოცხალი იქნებოდი…როგორ მომენატრები” – სალომე ხეთაგურს მეგობრები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეძებენ დაკარგულ 6 ადამიანს.

„გამორჩეულად მახსოვს ერთი ბიჭი, გოგოს სახელს მეუბნებოდა, იქნებ ზემოთ იყოს და ტელეფონი გაეთიშაო.. იქ ტელეფონის დატენა და დარეკვა ყველას შეუძლია-მეთქი, იმ ბიჭს ხმა გაუტყდა“ – რას ჰყვება მთამსვლელი, რომელიც შოვში სტიქიის პირველივე წუთებში გაემგზავრა

„ვერსად დამეტევა მწარე სინანული, მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ“ – მარიტა გუტაშვილმა შოვში დაღუპულ ოჯახის 9 წევრს ლექსი მიუძღვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g