რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ სალომე ხეთაგურს სოციალურ ქსელში მეგობრები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან.
ერთ-ერთ ემოციურ პოსტს სრულად გიზიარებთ:
„სალო, ჩემო ლამაზო, გული დამწყვიტე. როგორ მომენატრები…ეხლა ვინ მეტყვის შორენიკო, როგორ ხარ… გული მტკივა, სული მეწვის, იმედი მქონდა, რომ ცოცხალი იქნებოდი, მარა მკვდარი გიპოვეს, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული”, – წერს ეკა გაირბეკოვა.
„მე სასწაულების მჯეროდა.. შევხვდებით იმიერში“- შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს
ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.