LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონამ ბლატერი და პლატინი მკაცრად გააკრიტიკა

38

მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო არმანდო მარადონამ ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იოსეფ ბლატერი და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი გააკრიტიკა.

როგორც იცით, ფიფას პრეზიდენტობისთვის ბრძოლას მარადონაც აპირებს. დიეგო უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბლატერს გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ თითქმის არცერთი საჯარო ინტერვიუ არ მიუცია.

“იგი მთელი მსოფლიოსგან განცალკევებულია, ციხეშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბლატერი ქურდია. რაც შეეხება პლატინის, იგი მატყუარაა. მას ტყუილის თქმა ბლატერმა ასწავლა”, – მარადონას სიტყვებს L’Equipe-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ფიფას პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბლატერმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. იგი მოვალეობის შესრულებას ხელახალ არჩევნებამდე აგრძელებს, რომელიც 2016 წლის თებერვალში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები