არ არის გამორიცხული, აწგანსვენებულ დიეგო მარადონას უფრო მეტი მემკვიდრე ჰყავდეს, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ნაშვილებმა გოგონამ მამის სახელი მას შემდეგ შეიტყო, რაც ნამდვილ დედას შეხვდა.
25 წლის ფეხბურთელი ევგენია ლაპროვიტოლა არგენტინის ჩემპიონატში გამოდის, რომელმაც განაცხადა, რომ მარადონას არაკანონიერი ქალიშვილია.
Daily Mail წერს, რომ გოგონამ სარჩელი შეიტანა მამობის აღიარებაზე. გარდა ამისა, წყარო აზუსტებს, რომ ევგენიას სურვილის თაობაზე თავად მარადონაც ჩააყენეს საქმის კურსში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.
ლაპროვიტოლა მოყვა, რომ სახელგანთქმული მამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მშობელ დედას შეხვდა. აქამდე გოგონა გაშვილებული იყო.
ბრძოლა მემკვიდრეობისთვის: მარადონა უნდა შეინახონ, მან მამობა უნდა დაამტკიცოს
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მარადონამ სიცოცხლეში 5 შვილი აღიარა:
დიეგო-უმცროსი, 34 წლის
იანა, 23 წლის
დალმა, 32 წლის
ჯანინა, 30 წლის
დიეგო ფერნანდო, 7 წლის
28 ნოემბერს 19 წლის სანტიაგო ლარამ განაცხადა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის შვილია და დნმ-ს ტესტის ჩატარება მოითხოვა.