ესპანეთის პოპულარულ კუნძულ მარბელაზე აპირებენ დააჯარიმონ ტურისტები, რომლებიც ბუნებრივ მოთხოვნილებებს ზღვაში იკმაყოფილებენ. სიახლის შესახებ nypost წერს.
დამსვენებლები, რომლებსაც მოთხოვნილებების გაკონტროლება უჭირთ, იძულებული იქნებიან 750 ევრო გადაიხადონ. „რეციდივისტებს“ კი – 1,5 ათასამდე ევროს ჯარიმა ელოდებათ.
ჩინოვნიკები აზუსტებენ, რომ ჯარიმები დაეკისრებათ ადამიანებს, ვინც ზღვას სანაპიროდან დააბინძურებს.
გარდა ამისა, ჯარიმები დაეკისრებათ მათ ვინც მუსიკას ზედმეტად ხმამაღლა მოუსმენს და ბურთით თამაშით სხვა ტურისტებს შეაწუხებს.
