LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარცხენა ფეხს ვერ გრძნობს, სამკურნალოდ ვერ მიმყავს: ლევან თოფაძეს გერმანიაში ან ისრაელში უმკურნალებენ

591
FORTUNA.GE (4)

აგვისტოს დასაწყისში ყოფილი პრემიერის შვილმა ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დანით დაჭრა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს არის ჩანიშნული. ამის შესახებ „ფორტუნას“ლევან თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა.

„ამ ეტაპზე დანიშნულია წინასასამართლო სხდომა და შესაბამისად მიმდინარეობს გამოძიება, მტკიცებულებების შეგროვება ბრალდების და დაცვის მხარიდან. ჩვენ საქმეში დაზარალებულად ვართ ცნობილი და შესაბამისად პროცესში მხარეს არ წარმოვადგენთ. ლევან თოფაძე გამოიკითხა და თუ დამატებით სხვა ღონისძიებებში იქნება მონაწილეობა მისაღები, ბრალდების მხარე ან დაცვის მხარე გადაწყვეტს“, – ამბობს ადვოკატი.

 

ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მის ბაბუას, გოგი თოფაძეს დავუკავშირდით.

ლევანს მარცხენა ფეხი აქვს ძალიან დაზიანებული. ყოველდღე ვრეკავ გერმანიასა და ისრაელში. ჯერ ვერ გავარკვიე სად უნდა წავიდე და როგორ წავიდე, ვერ მიმყავს სამკურნალოდ. ამ პრობლემის მოგვარებას ალბათ რამდენიმე კვირა დასჭირდება. მინდა, მალე წავიყვანო, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა გასინჯონ.

ექიმები რას გირჩევენ?

აქ ვერ გადაწყდა ეს საკითხი. მარცხენა ფეხში მგრძნობელობა არ აქვს.

ქალბატონ ნინო ჟვანიას ბოდიშმა ყველას გული აუჩუყა. მოგვიანებით მოინახულა თქვენი შვილიშვილი?

ჩვენთან სახლში არ მოსულა და ბავშვი კი სახლში წევს.

“ჩემი შვილი სასჯელს იმსახურებს…ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის” – ნინო ჟვანია თოფაძეებს ბოდიშს უხდის

 

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერის შვილმა ბუსა ჟვანიამ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩხუბი გოგონას გამო მოხდა. ბუსა გოგონას რამდენიმე თვის წინ დაშორდა.

ბუსას და ლევანის საერთო მეგობარი ერთ-ერთ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვებოდა, რომ ბუსას და გოგონას ერთმანეთი წლების განმავლობაში უყვარდათ და დაშორებას ბუსა ვერ ეგუებოდა.

„ერ­თმა­ნე­თი წლე­ბი უყ­ვარ­დათ, გო­გოს ბუ­სას ოჯა­ხიც იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რა დღე­შია. ის და ლე­ვა­ნი­კო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არ მიკ­ვირს, რომ მათ­თან სტუმ­რად იყო, რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ.
მი­ზე­ზი რა გახ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და ამას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და.
იმ ღა­მე­საც ალ­ბათ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნი­კოს­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იქ იყო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მი­ა­კი­თხა თო­ფა­ძე­ებს სახ­ლში“, – ამბობს მეგობარი.

“მადლობა ღმერთს” – ნინო ჟვანია ლევან თოფაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g