LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას“

110
მარიამ ქვრივიშვილი

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში, რომლებმაც განსაკუთრებული ჟესტი გამოავლინეს ჩვენი ქვეყნისადმი და ექვსი წლის შემდგომ, სამგზავრო მატარებლის ოპერირება დაიწყება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ტურისტული ნაკადების ზრდა საგულისხმოა.

„აზერბაიჯანი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პარტნიორია. მაშინ, როდესაც მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით უკავშირდებოდა ორი დედაქალაქი ერთმანეთს, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანეს როლს შეიტანს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდაში უკვე პირდაპირ ზაფხულის ტურისტული სეზონიდან,” – განაცხადა მინისტრმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g