LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიამი აუცილებლად გაიკვლევს გზას“ – მარიამ ბიგვავას ემოციური შესრულება „ახალგაზრდულ კაპელასთან“ ერთად

307
მარიამ ბიგვავა

„რუსთავი 2“ -ზე მაყურებელმა „საქართველოს ხმის“ მესამე ლაივშოუ იხილა.

მონაწილეებმა გუნდებთან და ანსამბლებთან ერთად ქართული კომპოზიციები შეასრულეს.

სცენაზე მაყურებელმა პირველ ნომრად მარიამ ბიგვავა იხილა, რომელმაც მეკო ქავთარაძის „ახალგაზრდულ კაპელასთან“ ერთად თამარ გვერდწითელის სიმღერა „მრავალჟამიერ“ შეასრულა.

მარიამმა ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტი დატოვა.

„ძალიან საწყენია, რომ მარიამმა დატოვა პროექტი“,

„მარიამი აუცილებლად გაიკვლევს გზას“,

„ძალიან მომეწონა მარიამის გამოსვლა“, – წერენ სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მარიამ ბიგვავამ „საქართველოს ხმა“ დატოვა.

magti 5g