LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარინა ხატიაშვილის სახლის კარი! ადამიანმა, აი, ამ სახლში ზღურბლს როგორ უნდა გადააბიჯო!“ – ცირა ელისაშვილი

243
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

ურბანისტი ცირა ელისაშვილი კეკელიძის #1 ნომერში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეხმაურება და მარინა ხატიაშვილის სახლის კარის ფოტოს აქვეყნებს.

„აი, ამ სახლში ზღურბლს როგორ უნდა გადააბიჯო!“, – წერს ცირა ელისაშვილი.

პრეზიდენტი: „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!“

Marina Khatiashvili -ს სახლის კარი ❤ ! ადამიანმა, აი, ამ სახლში ზღურბლს როგორ უნდა გადააბიჯო!

Posted by Tsira Elisashvili on სამშაბათი, 23 იანვარი, 2024

აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა გუშინ, 23 იანვარს, დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ გამოყარეს.

მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს“ – თბილისში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, შსს-მ 20 პირი დააკავა

კეკელიძის ქუჩიდან, საიდანაც აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციის ფონზე გამოასახლა, აქტივისტებმა ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე მორატორიუმი მოითხოვეს.

„საქართველოს მასშტაბით გამოსახლების რიგშია 1300 ოჯახი და მთელი საზოგადოება ვალდებული ვართ, იქამდე დავასრულოთ ეს ჯოჯოხეთი, ვიდრე დამრბევი რაზმები მათ კარებსაც შეანგრევს.ამისათვის საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ ერთი მთავარი და სასიცოცხლო მოთხოვნის ირგვლივ: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და ვითხოვთ სასწრაფო და დაუყოვნებლივ მორატორიუმს ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე. ამ მოთხოვნის შესრულებას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ეს შესაძლებელია პარლამენტის ერთი აქტით და პარლამენტი ვალდებულია, ეს აქტი მიიღოს. ამ მოთხოვნას დავაყენებთ ხვალინდელ გამოსახლებაზეც. ხალხი თუ ამ სიმახინჯეს დავუშვებთ მაშინ დავუშვებთ ყველაფერს“, – განაცხადა აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა და შეკრებილებს დღეს, 24 იანვარს, 9 საათზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დაგეგმილი გამოსახლების გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

„ცხელ ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია 7 პირი“ – სახალხო დამცველი კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების პროცესს ეხმიანება 

magti 5g