დიდ ქართველ მევიოლინეს, პირველ ქართველ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატს, საქართველოს სახალხო არტისტს, შოთა რუსთაველის და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, მოსკოვისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორს მარინე იაშვილს წელს 90 წელი შეუსრულდებოდა.
ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება 2022 წლის ,,მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავზე შემსრულებელთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი”, რომელიც 2022 წლის 7-13 ნოემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე და დიდ დარბაზებში ჩატარდება.
კონკურსი ტარდება 3 წელიწადში ერთხელ შემდეგ ნომინაციებში: ვიოლინო, ალტი, ჩელო. საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობენ 15-დან 27 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები ორი ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად:
,,ა“ კატეგორია 15-19 წლის ჩათვლით
,,ბ“ კატეგორია 20-27 წლის ჩათვლით
კონკურსი ტარდება 3 ტურად. მე-3 ტურში გადასული კონკურსანტები წარდგებიან სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ,,მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავზე შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის” დაარსების დღიდან, იზრდება კონკურსში მონაწილე შემსრულებლების რიცხვი, გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია კონკურსის ჟიურის წევრები, რომლებიც ტრადიციულად დაკომპლექტებულია უცხოეთიდან და საქართველოდან მოწვეული მაღალი რანგის მუსიკოსებით.
წლევანდელ კონკურსში მონაწილეობენ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები შემდეგი ქვეყნებიდან: ესპანეთი, უკრაინა, ლატვია, სომხეთი, ყაზახეთი, ინგლისი, მექსიკა , რუსეთი,
აზერბაიჯანი და საქართველო.

