LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი მეორე შვილის მშობლები გახდებიან

97

„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი მეორედ გახდებიან მშობლები. ამის შესახებ მარკმა საკუთარ გვერდზე დაწერა: „მე და პრისცილა მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი გოგონა გვეყოლება“.

ახალგაზრდა მილიარდერმა განაცხადა, რომ ძალიან ახარებს ეს ამბავი, რადგან თავად სამი დის გარემოცვაში გაიზარდა, რომლებმაც მას ბევრი რამ ასწავლეს.

„როდესაც გავიგეთ, რომ პრისცილა ორსულად იყო, პირველი რაც გვინდოდა ის იყო, რომ ჯანმრთელი ყოფილიყო. ძალიან მიხარია ჩემი პირფველი ქალიშვილის, მაქსის გამო, რადგან დაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ჩემს მეუღლესაც ორი და ჰყავს და მეც და ისიც საუკეთესო თვისებებს ცხოვრებაში ძლიერ ქალებს ვუმადლით: დებს, დედებს და მეგობრებს“, – დაამატა ცუკერბერგმა პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები