LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის სასურსათო ქარხანა 10 ათას ტონა პომიდორს ჩაიბარებს

129

მარნეულის სასურსათო ქარხანა წარმოების გაზრდას გეგმავს.  როგორც ”ფორტუნას” ქარხნის დირექტორმა, ირინა გაფრინდაშვილმა, განუცხადა, წარმადობის გაზრდა ნედლეულის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლოდან ქარხანა ფერმერებისგან პომიდვრის ჩაბარებას დაიწყებს.

”ჩასაბარებელი თანხა, 1 კგ პომიდორზე,  ჯერ არ ვიცი, ეს ბაზარზეა დამოკიდებული. რაც შეეხება, რაოდენობას, ჩავიბარებთ იმდენ მოსავალს, რამდენსაც ფერმერები მოგვაწვდიან. სულ მცირე, 10 ათას ტონამდე პომიდორს ველით მათგან”, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

როგორც ქარხნის დირექტორმა განმარტა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. მცირე მოცულობით კი პროდუქცია ექსპორტზეც გადის აშშ-ში, საბერძნეთში, კვიპროსზე და პოლონეთში. აღნიშნულ ქვეყნებში, ძირითადად, ქართული საწებელი და მწნილი იგზავნება.

ცნობისთვის, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და საკვების გადამუშავების  დარგში ქვეყნის უმსხვილეს საწარმოდ იქცა. 2009 წლიდან „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ “მარგებელი ჰოლდინგის” ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები