LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარსელში უბილეთო მგზავრებს დაჯარიმების ნაცვლად სამგზავროს შეძენას შესთავაზებენ

127
thumb_1024x663_marseile-bus-11zon

საფრანგეთში, მარსელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორმა RTM გადაწყვიტა, რომ შეცვალოს მიდგომა იმ მგზავრების მიმართ ვინც მეტროში, ავტობუსსა თუ ტრამვაიში ბილეთის გარეშე მგზავრობს. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

ინიციატივა ძალაში ნოემბრის თვიდან შევა და ჯარიმის ნაცვლად კონტროლიორები კანონდამრღვევ მოქალაქეებს პასუხისმგებლობის დაბრუნების შანსს მისცემენ, რაც იმაში გამოიხატება რომ სამგზავრო ბარათის შეძენას შესთავაზებენ.

ექსპერიმენტი 8 თვე გაგრძელდება. უბილეთო მგზავრს არჩევანის გაკეთება სამი სახის სამგზავრო ბარათს შორის შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ RTM ყოველწლიურად 100 ათასამდე ჯარიმას უწერს იმ მოქალაქეებს, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს და ბილეთის შეძენა არ სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები