ლონდონში მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის „ირლანდიელის“ პრემიერა შედგა. პრემიერას რეჟისორთან ერთად მთავარი როლების შემსრულებლები, რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო დაესწრნენ.
ფილმი ჩარლზ ბრანდტის რომანის მიხედვითაა გადაღებული, ის დაქირავებული მკვლელის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც დე ნირო ასრულებს.
შეგახსენებთ, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, ჩვენ ეკრანებზე გაახალგაზრდავებულ რობერტ დე ნიროს ვიხილავთ.
ფილმს საზოგადოება 27 ნოემბრიდან Netflix-ზე ნახავს.