LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტინ სკორსეზე ფრენკ სინატრაზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებს, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს

177
page

ის, რომ ლეგენდარული კინორეჟისორის, მარტინ სკორსეზეს მუზა ლეონარდო დიკაპრიოა, საზოგადოებისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სკორსეზე კიდევ ერთი ფილმის გადასაღებად ემზადება. ეს იქნება ბიოგრაფიული დრამა ლეგენდარულ მუსიკოსზე, XX საუკუნის პოპ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურაზე, ფრენკ სინატრაზე.

არტისტის როლის მოსარგებად კი ლეონარდო დიკაპრიო ემზადება, ჯენიფერ ლოურენსი კი ავა გარდნერს განასახიერებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, სკორსეზესა და დიკაპრიოს 7 ერთობლივ ფილმზე აქვთ ნამუშევარი, ესენია:„ნიუ-იორკის ბანდები“, „ავიატორი“, „მიცვალებულები“, „ჩაკეტილი კუნძული“, „უოლ-სტრიტის მგელი“,მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „სინჯები“ და „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“.

მარტინ სკორსეზემ „იესოს ცხოვრების“ სცენარზე მუშაობა დაასრულა

ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ფილმში The Wager ითამაშებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები