LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტის ვარდნის შემდეგ, საქართველოს საგარეო ვაჭრობა ისევ ზრდის ტემპს დაუბრუნდა

85
Cargo-Container-Ship-Vessel-Carrier-Logistics-Transportation_News-800x445

მარტის ვარდნის შემდეგ, საგარეო ვაჭრობა ისევ ზრდის ტემპს დაუბრუნდა. აპრილში მარტთან შედარებით, მაჩვენებელი 4%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 665.4 მლნ. აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2 077.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მაისს გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g