LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლა იმ ზღვარს ვუახლოვდებოთ, როდესაც ომი ჯობია მშვიდობას: ლევან ღამბაშიძე ნინო წილოსანის განცხადებას აფასებს

189
12747437_1689261521362808_6146435450974582424_o-e1524822735343

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ნინო წილოსანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„წილოსანის განცხადება არ არის სისულელის შედეგი. სულელი მისი ამომრჩეველია, თორემ თავად ძალიან კარგადაც ცხოვრობს და ძალიან კარგად იცის რას ამბობს და რისთვის.

ამ განცხადების ამოცანა არის რუსეთის, როგორც მტრის განეიტრალება. ზუსტად იგივეს ამბობს ალტინფოც. ზუსტად.

რაღაც პოეტურ-თამადური დისკურსია: რუსეთი შეიძლება მებრძვის, მაგრამ ის ღირსეულად მებრძვის. აი უკრაინა გვამცირებს, ევროპა გვამცირებს, ამერიკა გვამცირებს და ა.შ.

მართლა იმ ზღვარს ვუახლოვდებით, როდესაც ომი ჯობია მშვიდობას, ვინაიდან იცი მაინც რომ ახლა ყველაფერი მოსულა და შეგიძლია თავად შეარჩიო ბრძოლის ინსტრუმენტები.

ახლა კი მთავრობა ყველა ინსტრუმენტს ფლობს, მათ შორის იარაღს და ჩვენ უნდა ხელებაწეული აქციებით ვცადოთ პროტესტის გამოხატვა და ეგეც რომ ხდება ათობით ადამიანს იჭერენ.

არა და წილოსანი და სხვები რასაც აკეთებენ, მაგაზე პასუხი ხელებაწეული პროტესტი არ არის. ღალატია, ამ სიტყვის ლექსიკონური განმარტებით“, – წერს ლევან ღამბაშიძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის განცხადებით, მას რუსული ოკუპაციის შემდეგ არ ახსენდება “იმაზე დიდი შეურაცხყოფა”, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებია.

თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება: ნინო წილოსანი

“მოჭერით და დადეთ თუ სადმე ასეთი საოცრება ვთქვი” – ნინო წილოსანი განმარტებას აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები