LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შე მართლა ნაძირალა! შენ მახსოვხარ ჩირგვებში” – პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

441
ჰჯკ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ლევან გოგიჩაიშვილის მწვავე გამოსვლას მოჰყვა. ის “ოცნების” წევრებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდა.
“ერთი ხელით ერთს ამბობდე და მეორე ხელით სხვას აკეთებდე, არ გრცხვენიათ მაინც? ალანია რომ დასვით აქ მოსმენაზე და ჯეირანაშვილი რომ დასვით და ადეიშვილის შთამომავლები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე, არ შეგრცხვათ ამისი? სავსე რომ გაქვთ პროკურატურა, არ შეგრცხვათ? ინსპექტორად რომ აირჩიეთ ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი, არ შეგრცხვათ?”
დეპუტატები ერთმანეთს “ჩირგვებში დამალულს” უწოდებდნენ.
“შე მართლა ნაძირალა? შენ მახსოვხარ ჩირგვებში, რომ იცოდე” – ასე მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს.
დაძაბულობის გამო სხდომაზე რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
magti 5g