LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართლაც საგიჟეთში ვცხოვრობთ“, „ერთი ღერძულა ხაზი რომ გადაკვეთოთ 2 წამში მოგდით ჯარიმა, 3 ადამიანი გაიქცა და იმათ ვერ პოულობენ“ – ვაშაძე და კორძაია იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე

224
BeFunky-collage (2)

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის, მათი ადგილმდებარეობა უცნობია.

„ავერსის“ კლინიკაში სამედიცინო კვლევისთვის გადაყვანილი 3 პატიმარი გაიქცა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა, რომ ჩაბარდნენ სამართალდამცველებს.

„მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“ – ბრეგაძე „ავერსიდან“ გაქცეულ პატიმრებზე

იუსტიციის მინისტრის მოწოდებას მმართველი გუნდის ოპონენტები ეხმაურებიან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, რატი ბრეგაძის მოწოდება კომიკური იყო.

„მართლაც საგიჟეთში ვცხოვრობთ, იუსტიციის მინისტრი გამოდის და პირდაპირ ეთერში მოუწოდებს პატიმრებს, გეხვეწებით უკან დაბრუნდით საპატიმრო დაწესებულებაშიო, არ ვიცი, სრული დეგრადაციაა ყველაფრის..

პირველი, რა თქმა უნდა, უნდა დააკავონ, მაგრამ პასუხისმგებლობასაც არ გრძნობს ეს ხალხი საერთოდ“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ერთი ღერძულა ხაზი რომ გადაკვეთოთ 2 წამში მოგდით ჯარიმა, 3 ადამიანი გაიქცა და იმათ ვერ პოულობენ, მართლა სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდება მინისტრი ასეთ ვითარებაში და ამიტომაც გააკეთა ის გაუწონასწორებელი, ღიმილის მომგვრელი განცხადება, ვხედავთ, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები ყოველდღე ირღვევა და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ პარლამენტში, შემდეგ კი პერსონალურ თავდასხმებს ვიღებთ“, – აცხადებს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია.

შეგახსენებთ, პატიმრები საბადრაგო სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, 1 ნოემბერს, გამოკვლევის ჩასატარებლად მიიყვანა. ისინი კლინიკიდან დაახლოებით 13:00 საათზე გაიქცნენ.

 

magti 5g