LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ლეგენდარული მამა მას კანონიერ შვილად გამოაცხადებდა – ალენ დელონის გარდაცვლილი ვაჟი, რომელიც მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს

935
page

ალენ დელონის ვაჟი, 60 წლის კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნი, რომელსაც ლეგენდარული მსახიობი შვილად არ აღიარებდა, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მას სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

ალენ დელონის ვაჟი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სამწუხარო ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ენტონი დელონმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გაავრცელა.

„მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე არი. ტრა­გი­კუ­ლი ბედი, სევ­და…“ – წერს მისი ნახევარძმა, ენტონი დელონი, თუმცა კრისტიანის გარდაცვალების შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია თავად ალენს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anthony Delon (@therealanthonydelon)

ცნობისთვის, კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნის დედა, გერ­მა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი, მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი კრის­ტა პე­ფგე­ნი იყო, რომელსაც საზოგადოება ნი­კოს ფსევდონიმით იცნობს. ის აცხადებდა, რომ 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კრისტიანის მამა, სწორედ ლეგენდარული მსა­ხი­ო­ბი, ალენ დე­ლო­ნი გახლდათ, თუმცა თა­ვად დე­ლონ­ი უარ­ყოფ­და ამ ფაქტს და აარონს შვილად არ აღიარებდა, მეტიც მან დნმ-ის ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზეც  უარი განაცხადა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალენს არ სურ­და მისი  შვი­ლად აღი­ა­რე­ბა, მსა­ხი­ო­ბის დე­დამ, ედიტ არ­ნოლდმა, ბიჭი სა­კუ­თარ შვი­ლიშ­ვი­ლად მი­ი­ღო და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მას­ზე ზრუ­ნავ­და. ინსაიდერის ცნობით,  აა­რონს სიცოცხლის ბო­ლომ­დე ჰქონ­და იმე­დი, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღესაც ალენი მას თა­ვის კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად გა­მო­ა­ცხა­დებ­და, თუმცა სამწუხაროდ ის ამას ვერ მოესწრო.

„მისი სიცილი ყველაზე მეტად მიყვარს“ – ნახეთ ალენ დელონის უახლესი ვიდეო

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები