LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალენ დელონის ვაჟი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

1473
page

ალენ დელონის ვაჟი, 60 წლის კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Le Parisien წერს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მას „ჰე­მიპ­ლე­გიის“ – (კუნ­თე­ბის სი­სუს­ტე) დიაგნოზი დასვეს და ბოლო პერიოდში ეტლით გადაადგილდებოდა.

კრის­ტი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა მომვლელმა ქალ­მა, რო­მელ­საც მას­ზე უნდა ეზ­რუ­ნა, თუმ­ცა, ის რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მომ­ვლე­ლი ქალი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

ცნობისთვის, კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნის დედა გერ­მა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი, მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი კრის­ტა პე­ფგე­ნი იყო. აღსანიშნავია, რომ  თა­ვად დე­ლონ­ი მას შვილად არ აღიარებდა და დნმ-ის ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზეც  უარს აცხადებდა.

„მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე არი. ტრა­გი­კუ­ლი ბედი, სევ­და…“ – წერს „ინსტაგრამზე“ ალენ დელონის ვაჟი ენტონი.

„მისი სიცილი ყველაზე მეტად მიყვარს“ – ნახეთ ალენ დელონის უახლესი ვიდეო

ვიდეო: „აქ ცუდად ვართ?“ – „ევთანზიის“ გზით გარდაცვალების სურვილის გამოთქმის შემდეგ, ალენ დელონი პირველად გამოჩნდა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anthony Delon (@therealanthonydelon)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები