ყოფილ ქმართან, სასამართლო დავის წაგების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ემბერ ჰერდი ჯონი დეპთან ურთიერთობის შესახებ მემუარების დაწერას აპირებს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა გამომცემლობასთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
დასავლური მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ „აქუამენის“ ვარსკვლავი გაკოტრების პირასაა. დამარცხების შემდეგ მას პრობლემები შეექმნა როლების მიღებაზე.
„ემბერი ფიქრობს, რომ მისი კინოკარიერა ჰოლივუდში დასრულებულია, ამიტომ მას ახლა დასაკარგი აღარაფერი აქვს, წიგნში ის ყველაფერს მოყვება“, – აცხადებს ინსაიდერი.
შეგახსენებთ, დეპმა კომპენსაციის სახით ყოფილი ცოლისგან, 8 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. თუმცა, კამილა ვასკესმა განაცხადა, რომ შესაძლოა მსახიობმა ემბერისგან ეს თანხა შეგნებულად არ აიღოს.
„ბოლო ცენტებს ითვლის“ – ემბერ ჰარდი ბიუჯეტურ მაღაზიაში გადაიღეს
„კედელზე მიმანარცხა და დამემუქრა, რომ მომკლავდა“ – ემბერ ჰარდს ახალი მტკიცებულებები აქვს