დეპი-ჰარდის სასამართლოს დასრულების შემდეგ, ემბერმა დუმილი დაარღვია და „დღის შოუში“ არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ დეპმა ნაფიცი მსაჯულები „იდეალური თამაშით“ მოხიბლა და ისიც დასძინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყოფილი ქმარი მაინც უყვარს.
ახლა კი ჰარდის მორიგი განცხადება ვრცელდება, ის ამბობს, რომ მას აქამდე უცნობი დამამტკიცებელი საბუთები აქვს, რითაც ყველას დაარწმუნებს იმაში, რომ ჯონი დეპი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. ემბერი ითხოვს, რომ სასამართლომ განიხილოს ფსიქოთერაპევტისთვის გაკეთებული ჩანაწერები, რომელშიც ის დეტალურად აღწერს ძალადობის ფაქტებს.
„მან მე კედელზე მიმანარცხა და დამემუქრა, რომ მომკლავდა“, – აღნიშნულია ერთ-ერთ ჩანაწერზე.
აღსანიშნავია, რომ ჩანაწერები ჰარდმა გასულ პროცესებზე არაერთხელ წარადგინა, თუმცა ის არ განიხილეს.
ვიდეო: „დეპმა ნაფიცი მსაჯულები იდეალური თამაშით მოხიბლა“ – ემბერ ჰარდი დუმილს არღვევს