დეპი-ჰარდის სასამართლო პროცესის დასრულებიდან ორი კვირა გავიდა, თუმცა, დამარცხებული ემბერი აგრძელებს ყოფილი ქმრის მხრიდან მასზე ძალადობის გახსენებას. ის Today show-ში იყო მიწვეული და არაერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, დეპმა ნაფიცი მსაჯულები იდეალური, სრულყოფილი თამაშით მოხიბლა, მსახიობის ქარიზმამ კი ვერდიქტზე დიდი გავლენა იქონია.
ვიდეო: „დეპმა ნაფიცი მსაჯულები იდეალური თამაშით მოხიბლა“ – ემბერ ჰარდი დუმილს არღვევს
„მე ჩემი ჩვენების თითოეულ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ და ჩემ პოზიციას სიცოცხლის ბოლომდე დავიცავ. დიახ, ის მე მცემდა. მოსამართლეებმა კი დაიჯერეს ადამიანის, რომელმაც მთელი მსოფლიო დაარწმუნა იმაში, რომ მას თითების ნაცვლად მართლაც მაკრატლები ჰქონდა“, – ამბობს ჰარდი.