LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას პასუხიც კი არ გაუცია… ასე რომ, რა გაეწყობა, მშვიდობით“ – 87 წლის ენტონი ჰოპკინსს ერთადერთ ქალიშვილთან უკვე 24 წელია არანაირი კონტაქტი არ ჰქონია

1278
page

ოსკაროსანი მსახიობი, ენტონი ჰოპკინსი The New York Times-თან ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს იმ ტკივილზე, რომელიც უკვე ორი ათწლეულია თან სდევს. საქმე ისაა, რომ 87 წლის ვარსკვლავს თავის ერთადერთ შვილთან, აბიგეილ ჰოპკინსთან უკვე 24 წელია ურთიერთობა არ აქვს.

მან ახალ ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ მისმა ამჟამინდელი მეუღლემ, სტელამ ბევრჯერ ეცადა მათ შერიგებას, თუმცა ამაოდ.

„სტელამ გაუგზავნა მოწვევა, რომ მოსულიყო და შეგვხვედროდა, თუმცა, მას პასუხიც კი არ გაუცია. ასე რომ, ვთქვი – რა გაეწყობა, კარგი, მშვიდობით. მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. ამაზე დარდს არ ვაპირებ. თუ გინდა, გაატარე ცხოვრება წყენაში, შენი ნებაა. მე ასე ვერ ვიცხოვრებ. წარსულში ჩარჩენა ჩემთვის ნიშნავს ცოცხლად სიკვდილს“. არავინ ვართ სრულყოფილები…“ – განაცხადა ჰოპკინსმა.

მსახიობმა, რომელიც მალე საკუთარ მემუარებს გამოუშვებს სახელწოდებით, We Did OK, Kid, თქვა, რომ არ ანაღვლებს, წაიკითხავს თუ არა მისი ქალიშვილი ამ წიგნს.

ცნობისთვის, აბიგეილის დედა, ჰოპკინსის პირველი მეუღლე, მსახიობი პეტრონელა ბარკერია, რომელსაც ენტონი 1972 წელს დაშორდა. მაშინ მათი ქალიშვილი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო.

ვიდეო: „ჩემი ცხოვრება დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით მახსოვს“ – როდის გამოვა ლეგენდარული ენტონი ჰოპკინსის ავტობიოგრაფიული წიგნი

87 წლის ენტონი ჰოპკინსი წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად – ლეგენდარული მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები