კომპანია Maserati-მ გამოაქვეყნა თიზერი, სადაც ყველგანმავალ Levante-ს ახალი მოდიფიკაცია ჩანს. მისი დებიუტი ნიუ–იორკის ავტოსალონზე შედგება. ფოტოზე გაკეთებული წარწერა ასეთია: „A new storm is coming“. ავტომობილი ინდექსით GTS კონკურენციას ისეთ მოდელებს გაუწევს, როგორებიცაა: Porsche Cayenne Turbo და Range Rover Sport SVR.
ყველგანმავალი Maserati Levante იტალიური მარკის ისტორიაში პირველია, ის 2016 წლის მარტში, ჟენევის ავტოსალონზე გამოჩნდა. მოდელი Ghibli-სა და Quattroporte-ს პლატფორმაზეა აწყობილი.