LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ პირობა დავდე, რომ ჩემი ჯვრისწერა აუცილებლად აქ, ბოდბეში იქნებოდა“ – რატომ დაიწერა ნათია თოდუამ ჯვარი ბოდბეში ?

1212
BeFunky-collage (1)

მომღერალმა ნათია თოდუამ და მისმა მეუღლემ ჯვარი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში დაიწერეს.

როგორც პატარძალი ამბობს, აღნიშნულ ადგილზე ჯვრისწერას ერთი წინაპირობა ჰქონდა. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ვიდეო: მეუღლის დაუვიწყარი პერფორმანსი პატარძალს – ვიდეო ნათია თოდუას ქორწილიდან

„2016 წელს, მანამ სანამ გერმანიაში წავიდოდი, ჩემი დიდი სურვილი იყო რომ რამდენიმე დღით ბოდბის წმ.ნინოს მონასტერში მეცხოვრა. ვგრძნობდი რომ სიმშვიდე მჭირდებოდა და ძალების მოკრება.

მონასტერში დამხვდნენ უსაყვარლესი დედაოები. პირველივე დღიდან ვიგრძენი დიდი შვება, სიყვარული და თავისუფლება. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ იქიდან წასვლა ძალიან გამიჭირდა. ვიცოდი თუ რა დაბრკოლებები, ბრძოლები და წინააღმდეგობები მელოდებოდა წინ…

ჩემი დიდი სიყვარულით მაშინ პირობა დავდე, რომ ჩემი ჯვრისწერა აუცილებლად ბოდბეში იქნებოდა.

9 ოქტომბერს ჩემს ცხოვრებაში ულამაზესი და უმშვენიერესი დღე დადგა, ჩვენ ჯვარი სწორედ ბოდბეში, წმ.ნინოს წყაროსთან დავიწერეთ.

მადლობა ყველას გულწრფელი მოლოცვისთვის.

მიყვარხართ”, – დაწერა ნათია თოდუამ სოციალურ ქსელში.

 

ამავე თემაზე:

ვიდეო: ნათია თოდუამ ქორწილში მეუღლესთან ერთად იმღერა – ულამაზესი კადრები

ფოტო, ვიდეო: სქესის გაგების ცერემონია ქორწილში და სალომე ზურაბიშვილი სტუმრად – მომღერალი ნათია თოდუა დაქორწინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g