LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშველების“ 56 წლის ვარსკვლავი საკუთარი ფეხების ფოტოებს 10 დოლარად ყიდის – ერიკა ელენიაკის ინტერვიუ

208
Untitled design (3)

საკულტო სერიალის, „მაშველების“ 56 წლის ვარსკვლავმა, ერიკა ელენიაკმა გამოცემა TMZ-ს ინტერვიუ მისცა და საზოგადოებას უცნაური სიახლეც გაუმხილა.

როგორც ირკვევა, მსახიობი პლატფორმა OnlyFans-ზე დარეგისტრირდა და საზოგადოებას ექსკლუზიურ ფოტოებსა და ვიდეოებს უზიარებს, მათ შორის, ფეხების ფოტოებს. ვარსკვლავის გვერდის ყოველთვიური გამოწერა და შესაბამისად, მისი ფეხების ხილვა 10 დოლარი ეღირება.

ერიკას თქმით, მას სურს, პლატფორმა აუდიტორიასთან უფრო პირდაპირი კომუნიკაციისა და ისეთი კონტენტის სივრცედ აქციოს, რომელიც მის სოციალურ მედიაში არ არის წარმოდგენილი.

„საქმე გართობას, გულწრფელობას, ექსკლუზიური ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებას და, რაც მთავარია, თქვენთან პირდაპირ დაკავშირებას ეხება. თუ ოდესმე გინდოდათ პირადად ჩემთან საუბარი, ახლა ამის გაკეთება შეგიძლიათ“, – თქვა ვარსკვლავმა.

მეორე სტადიის ძუძუს კიბო და წარსული დიდება – „მაშველების“ ვარსკვლავები, ნიკოლ ეგერტი და ერიკა ელენიაკი ერთმანეთს წლების შემდეგ შეხვდნენ

„მაშველების“ ვარსკვლავის ცნობა გაგიჭირდებათ – 73 წლის დევიდ ჰესელჰოფის იშვიათი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები