LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი გამოიყვანეს

173
61876903_2052535845050637_1769946767027077120_n

თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. ამის შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველთა ჯგუფი მივიდა.

წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 35 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოპერაციაში ჩართული იყო წყალზე სამაშველო ტექნიკაც.

მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები