LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მასობრივი საფლავები, დახვრეტის ოთახები… ჯერ მიჭირს ყველაფრის მოყოლა” – რას წერს კიევში ჩასული ანა ნაცვლიშვილი

291
BeFunky-collage (3)

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ჩასული, პარტია “ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი უკრაინაში გატარებულ რამდენიმე საათის შესახებ წერს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ უჭირს ადგილზე ნანახის სიტყვებით გადმოცემა.

“მხოლოდ 6 საათია ამ ორ ფოტოს შორის… პირველი მატარებელშია გადაღებული ჩვენს უკრაინელ გამცილებელთან ერთად, მეორე ირპენში – დაბომბილ კულტურის სახლთან.

ჩასვლიდან უკრაინის მიწაზე გატარებული 6 საათი – მასობრივი საფლავები, დახვრეტის ოთახები და დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები, ამ ყველაფრის თვითმხილველებთან და მოწმეებთან საუბარი …..

ჯერ მიჭირს ყველაფრის მოყოლა, მოვუყრი თავს აზრებს!”, – წერს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, უკრაინაში ჩასულ პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა – რას წერს სტეფანჩუკი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

 

mazda magti 5g