LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასშტაბური სპეცოპერაციების ფარგლებში 52 პირი დააკავეს, მათ შორის არიან ქალები და არასწრულწლოვანი

194
სპეცოპერაცია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებს შორის არიან ქალები და ერთი არასრულწლოვანი.

აღნიშნულის შესახებ კუპატაძემ შსს-ში, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთისა და ირანის მოქალაქეები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულებთან ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება.

„გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, გაურკვეველი სახის ნივთიერება ამოიღეს“ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი

„ამ ეტაპზე სხვადასხვა „ლოკაციაზე“ საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა.“

პოლიციის მიერ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 52 პირია დაკავებული, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. დაკავებულებს შორის არიან ქალები და ერთი არასრულწლოვანი“. – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობდა, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტსა და ფონიჭალაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები