LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ“ – „ტაბითას“ საქველმოქმედო საშობაო ბაზრობას საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები დაესწრნენ

702
ქველმოქმედება

მაღაზია „ტაბითამ“ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობა გამართა, რომელსაც საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები დაესწრნენ.

სოციალურ ქსელში საქველმოქმედი ბაზრობის კადრები ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ სამოსისა და აქსესუარების კოლექციასთან ერთად, სტუმრებს შესთავაზეს მაღალი ხარისხის ჭურჭელი, მონასტრების საშობაო ნაწარმი, სუნამოები, უმაღლესი ხარისხის თავის მოვლის საშუალებები. საქველმოქმედო ბაზრობის ორგანიზატორების ინფორმაციით, ყოველი შეძენილი ნივთი მოხმარდება მარტოხელა მოხუცებს, მძიმე პაციენტებს, გარდაცვალების პირას მყოფ ადამიანებს, რომლებზეც მთელი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ ზრუნავს ჰოსპისი ფერისცვალების გუნდი სასნეულო სახლისა და შინმოვლის სამსახურის ფარგლებში.

დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ბიზნესვუმენმა მაკა ასათიანმა.

„მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და მადლობა თითოეულ თქვენგანს“, – აღნიშნა მაკა ასათიანმა.

საშობაო ბაზრობასთან ერთად დამსწრე საზოგადოებას ცოცხალი მუსიკა და გლინტვეინი დახვდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g