გუდაურში მომხდარ ტრაგედიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„სამძიმარს ვუცხადებ გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულ მაშველებისა და ექიმების, ეკიპაჟის წევრების ოჯახებს.
ისინი უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი არ არიან, გმირობა მათი ცხოვრების სტილი იყო, მათი პროფესია ყოველწამიერად ითხოვს გმირობას და სხვებისთვის, ჩვენთვის თავგანწირვას.
ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ღრმა მწუხარებას“, – წერს ნიკა მელია.