ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი, ოფიციალურად მოხვდა Models.com-ის Money List რეიტინგში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიოს მაღალშემოსავლიანი მოდელია.
აღსანიშნავია, რომ მატილდა პირველი ქართველია, ვინც ამ პრესტიჟულ სიაში განათავსეს. Models.com-ის ინფორმაციით, მატილდას ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მოდის ინდუსტრიაში.
მან მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ცნობილი ბრენდების კამპანიებში, როგორებიცაა Louis Vuitton, Dior, Chanel, Saint Laurent, H&M და Calvin Klein. მისი სახე ამშვენებდა ისეთი გლამურული გამოცემების გარეკანს, როგორებიცაა, Vogue Korea, Vogue Mexico, Vogue Netherlands და D Repubblica.
მატილდა გვარლიანი Chanel-ის ტუჩსაცხის ახალი სახეა
„ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი“ – მატილდა გვარლიანი ფრანგული Vogue-ის გარეკანზე


