საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2013-2017 წლების პერიოდში, ცრუ მოწმეების გამოყენებით, თითქოს მიწის ნაკვეთების მიღება განხორცილდა სახელმწიფოსაგან მიწის რეფორმის ფარგლებში, უკანონოდ დაირეგისტრირა მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული 6 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 18 048 კვ.მ, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის თანახმად, 126 356 ლარს შეადგენს.
გამოძიების პროცესში აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.