LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე რიჟვაძეზე: გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა

239
2025-07-17_01-05-10_072290

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან [თორნიკე რიჟვაძესთან] არ ყოფილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძის „სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე, ათ დღეზე მეტია გასული, კამპანია კი დაიწყეს სამი დღეა”, რაც მდინარაძის თქმით, „არის შეკვეთილი და სიმართლე ეს არის”

„ამ ხალხს, მაინცდამაინც არ მინდა, პასუხი გავცე და თავი გავუყადრო, მაგრამ ერთი რაღაც ყველამ რომ იცოდეს: ჯერ იმ სახლში, სადაც ეს მოხდა, ნამყოფი არასდროს არ ვარ, მასპინძელთანაც მე ასეთი შეხება არ მქონია, მის ძმას ვიცნობ უფრო კარგად, რამდენჯერმე შევხვედრივართ, მაგრამ იმ კაცთან მე პირადი ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს.

რაც შეეხება თორნიკეს, ვიღაცები ამბობდნენ, რომ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, მაგრამ არც უცხოა ნამდვილად -ჩვენ ვმეგობრობდით კიდევაც, თანაგუნდელებიც ვართ და არ მინდა თორნიკეს ვინმემ ერთი წამით დაუკარგოს ის წლები, რომლის განმავლობაშიც დღე და ღამეს ასწორებდა ეს ადამიანი, რომ გუნდის და თავისი რეგიონის – აჭარის საქმე გაეკეთებინა. არ შეიძლება რომ ეს დავუკარგოთ ამ ადამიანს და მას გულწრფელად მადლობა ეკუთვნის ამ საქმისთვის, რომელიც ფორმალური არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის და არც ჩვენი მხრიდან, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა.

თორნიკეს, განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჯერ თვითონ დააბრალეს და მერე ამ დაბრალებულს, თითქოს ჩვენ ვაბრალებდით და ამაზე პასუხს ვთხოვდით – გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g