მდინარე ვერეს ხეობაში ამ ეტაპზე წყლის დონის მზომი 5 სხვადასხვა სადგურია განთავსებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ სვანიძის ქუჩაზე განუცხადა.
თამარ ბაგრატიას თქმით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიისა და პოლონეთის მთავრობის დახმარებით სპეციალური თანამედროვე მოწყობილობები, ნალექმზომები და წყლის დონის მზომები შეიძინა.
მისივე განცხადებით, ამ მიზნით თბილისის მერიამ 50 ათასი ლარის ფარგლებში თანხა, ხოლო პოლონეთის მთავრობამ 30 ათასი ევრო გამოყო.