LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლების ნახევარზე მეტმა ავტომობილში არსებული ღილაკების დანიშნულება არ იცის

74
Capture

ბრიტანელ მძღოლთა უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ავტომობილში არსებულ ღილაკებს. ასეთი დასკვნა სერვისმა WeBuyAnyCar-მა ათასობით ავტომფლობელის გამოკითხვის შემდეგ გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 53%-ს მართვის ელემენტთა დანიშნულება ერევა, ზოგიერთმა კი აღიარა რომ საერთოდ არაფერი გაეგება. მძღოლთა 45%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუჭერია ხელი ისეთ ღილაკზე, რომელსაც მოულოდნელი შედეგი გამოუწვევია.

მძღოლთა მეოთხედმა არ იცის, თუ როგორ უნდა ჩართოს ნისლსაწინააღმდეგო ფარები და გააღოს კაპოტი. რესპონდენტთა 22% რეგულარულად რთავს მინის მწმენდს მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს. 21%-ს წარმოდგენა არ აქვს თუ როგორ უნდა ჩართოს კრუიზ-კონტროლი.

ტელეფონის ავტომობილთან დაკავშირების ფუნქცია მძღოლთა 19%-ს აბნევს, კიდევ 16%-მა აღიარა, რომ კარის გაღება გაუჭირდა, როდესაც მგზავრი უნდა ჩამოესვა, 15%-ისთვის კი წარმოუდგენელია თუ როგორ უნდა გამოიყენოს უკანა ფანჯრის მინის მწმენდები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები