LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მძღოლებზე და გაუმართავ მანქანებზე დაბრალება უაზრობაა” – გიგი თევზაძე შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე

925
BeFunky-collage (4)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი უხიფათოა.

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…”

“თბილისი-შატილის გზაზე ყველანარი ტრანსპორტით ნამყოფი ვარ. ყველა სეზონზე. ფეხითაც. ეგ ადგილი – ბისოდან ხახმატამდე – უხიფათოა. არც მახსოვს მანდ ვინმე გადავარდნილიყოს, ბოლო 20 წლის განმავლობაში (შეიძლება ვცდები). მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მძღოლებზე და გაუმართავ მანქანებზე დაბრალება უაზრობაა: გაუმართავი მანქანაც არ უნდა გადავარდეს ხევში. თუ გზის გაკეთება გადაწყვიტე, პირველ რიგში ეგ უნდა მოაგვარო.

ახლა რა გამოვიდა: ორი წელია მთავრობა გზას აკეთებს და ისე ვერ გააკეთა, რომ მანქანა არ ჩავარდეს ხევში ერთ-ერთ
ყველაზე უხიფათო ადგილას.”- წერს გიგი თევზაძე.

რისკავს ყველა, ვინც გზაზე გადაადგილებას გადაწყვეტს: საქართველოს “შავი წერტილები”

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

Traveler.ge-ს ხელმძღვანელი: “გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც…ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია…”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g