LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლის ფული აღარ მაქვს, ცოლს უნდა ვთხოვო სამსახურში მატაროს –  სანქცირებული რუსი ბიზნესმენი

252
aveni

სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, პეტრ ავენი „ფაინეშენ თაიმსს“ ვრცელ ინტერვიუს აძლევს და სანქციებზე საუბრობს.

„ალფა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სანქციების გამო ძალიან გაუჭირდა და ახლა 30 წლიანი ბიზნესი წყალში ეყრება.

„ბიზნესი სრულად გამინადგურდა, რასაც 30 წელი ვაშენებდი, წყალში ჩაიყარა. ახალი ცხოვრება როგორ დავიწყო? მძღოლის და და დამლაგებლის ფული აღარ მაქვს, მანქანის მართვა არ ვიცი, ცოლს ან გერს უნდა ვთხოვო, სამსახურში მატარონ. არ ვიცი, ასე როგორ გაგრძელდება“,– ამბობს ავენი.

„ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ავენის ქონება 5 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. ამჯერად ბიზნესმენი ლონდონში ცხოვრობს და მას ყველა ანგარიში დაყადაღებული აქვს.

„ისეთ ცუდ დღეში ვარ, სახლი თავად დავალაგე, დამლაგებლის ფული აღარ მაქვს“ – სანქციების ქვეშ მოყოლილი რუსი მილიარდერი  

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები