LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მძიმედ ავადმყოფიც, ლოგინში მწოლიარე ისეთი ლამაზი სანახავი იყავით, ბევრი თეთრი ბალიშით, უზარმაზარ საწოლში დედოფალს ჰგავდით… მშვიდობით, ლამაზო ქალბატონო მანანა“ – ზურაბ შევარდნაძე მანანა გედევანიშვილზე

728
მანანა გედევანიშვილი ზურაბ შევარდნაძე

„როგორ შვენოდა ჩვენს ქალაქს, ქვეყანას ქალბატონი მანანა გედევანიშვილი.. როგორი თბილი, მოსიყვარულე, გემოვნებიანი, გონიერი და ადამიანური იყავით. იცოდით არაჩვეულებრივი, გულითადი მასპინძლობა, თქვენს ლამაზ, ისტორიებით და მოგონებებით სავსე სახლში. უცხო, უცხოტომელ ადამიანზე რომელმაც პირველად გნახათ ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენდით დიდხანს თქვენზე ლაპარაკობდნენ. არავინ არ ვიცი ვისაც თქვენსავით ეცვა, ეხურა, ებურა, თქვენსავით მეტყველებდა ან აზროვნებდა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ შევარდნაძე წერს.

„მძიმედ ავადმყოფიც, ლოგინში მწოლიარე ისეთი ლამაზი სანახავი იყავით, ბევრი თეთრი ბალიშით, უზარმაზარ საწოლში დედოფალს ჰგავდით, არასდროს დამავიწყდება. მადლობის თქმა და მადლიერების გამოხატვაც თქვენეული, სხვანაირი იცოდით.

ძალიან მიყვარდით და სანამ ვიქნები სულ მადლიერი ვიქნები თქვენგან მიღებული სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ცოდნისთვის, კრიტიკისთვის, უამრავი დადებითი და დაუვიწყარი ემოციისთვის.

მშვიდობით, ლამაზო ქალბატონო მანანა.

ფოტო #ზაქარიაჭელიძე“, – წერს ზურაბ შევარდნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g