LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არ მივიღე ამნისტია, აქ მთავარი ის კი არაა ვინ დაიწყო ჩხუბი, გასარკვევია, ვინ მისცა თავდასხმის დავალება და რამდენი გადაუხადეს – უგულავას პირველი კომენტარი, მას შემდეგ რაც სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

93
გიგი უგულავა

ოპოზიციონერი ლიდერი, ბრალდებული გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გააკეთა.

„სასამართლომ გამამართლა ძიუდოისტის ცემის საქმეზე. ვერ დავადგინე ვინ ვის სცემაო. საკმარისი მტკიცებულება არ იყოო. ნებისმიერი გონივრული ეჭვი კონსტიტუციის მიხედვით ბრალდებულის სასარგებლოდ წყდებაო . მოეთხოვა კამერების ჩანაწერები და ნახავდა ყველაფერს საკუთარი თვალით!

საქმე ზოგადად აბსურდულია. მე არ მივიღე ამნისტია, რადგან აქ მთავარი ის კი არაა ვინ დაიწყო ჩხუბი. გასარკვევია, ვინ მისცა თავდასხმის დავალება გავაშელიშვილს და პარკაძეს, რამდენი გადაუხადეს და ასე შემდეგ. ეს დროც მალე დადგება. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, რომ ამ ქვეყანაში ვერცერთმა ხელისუფალმა ვერავის “დააზაკაზება” ვეღარ გაბედოს. ასე რომ ჯერ ყველაფერი წინაა.“- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

სასამართლომ ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმეზე გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g