LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე არ ვარ მზად მოვკლა სხვები რაღაც იდეალების გამო” – რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო 27 წლის რეპერმა თავი მოიკლა, მანამდე კი ვიდეო მიმართვა გაავრცელა

1971
thumbnail-tw-20221001070021-3587

რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამო, რეპერმა ივან პეტუნინმა, (Walkie) თავი მოიკლა. ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა.

27 წლის პეტუნინის ცხედარი ქალაქის ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსთან იპოვეს.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებდა, რომ ომში წასვლის სურვილის არქონის გამო თვითმკვლელობას აპირებდა.

“თუ ამ ვიდეოს უყურებ, მე ცოცხალი აღარ ვარ. მკვლელობის ცოდვას მე ვერ დავიდებ და არ მინდა. მე არ ვარ მზად მოვკლა სხვები რაღაც იდეალების გამო… მე არ მაქვს უფლება ავიღო ავტომატი და ვესროლო ადამიანებს…”, – ამბობს რეპერი ვიდეოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g