LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ბრედს დავშორდი და წავედი ფსიქოთერაპევტთან“ – ჯენიფერ ენისტონი ელენ დეჯენერესის შოუში ბრედ პიტზე ალაპარაკდა

1090
Untitled.pngrerew

ელენ დეჯენერესის შოუ 19 წლის წლის სწორედ ჯენიფერ ენისტონმა გახსნა, ამიტომ, ნამდვილად სიმბოლური დამთხვევაა, რომ წამყვანის დასკვნით შოუს კვლავაც  ჯენიფერი სტუმრობდა. გადაცემაში მსახიობმა ბრედ პიტთან განშორების ამბავი გაიხსენა და ელენს სიცილით მიუგო:

„მე ბრედს დავშორდი და მაშინვე წავედი ფსიქოთერაპევტთან, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ჯენი, საკმარისია, ეს რაღაც ახლის დასაწყისია მეთქი და ამ მიდგომამ გაჭრა“ – ამბობს ენისტონი.

53 წლის ჯენიფერს საოცრად დახვეწილი და ორიგინალური შავი კაბა ამშვენებდა, რომელიც ქვედაბოლოსა და „ბრას“ კომბინაციას წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, ენისტონი და პიტი ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს 2005 წელს დაშორდნენ. მათი განქორწინება პიტისა და ანჯელინა ჯოლის ნაცნობობას დაემთხვა. მათ სწორედ იმ პერიოდში  მიიღეს მონაწილეობა ფილმში „მისტერ და მისის სმიტი“.

გადაცემის ვიდეო

ფოტო: სენსაცია – ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 6 თვეა პარიზში ერთად ცხოვრობენ

ფოტო: ის კვლავ პარიზშია – ბრედ პიტთან განახლებული რომანის შემდეგ, ჯენიფერ ენისტონი პირველად გამოჩნდა

ფოტო/ვიდეო: „ამ ორ შორის რეალური ქიმიაა, ვიდეოში აშკარად ჩანს“ – ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი გადაღებების დასრულების მიუხედავად კვლავ პარიზში არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები